თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს
დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის − II, III, IV, V,VI სემესტრის − დოქტორანტები.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
- პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები;
- დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები;
- დოქტორანტები, რომლებსაც არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
- დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან საგრანტო პროექტის ფარგლებში;
- დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან რომელიმე ორგანიზაციის. ფონდის მიერ.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
- დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე - chancellery.pes@tsu.ge - (ა/წ 25.04.23 – 08.05.23) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული; დანართი 1 / შევსებული ცხრილი − მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით). ფაკულტეტის კოლოკვიუმიუმების სერიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმოდგენა არ არის სავალდებულო;
- სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.
მარეგულირებელი დოკუმენტი: დეკანის ბრძანება